თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 47 წლის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა ქალაქ გალარატეში მოხდა. ადგილზე მისულმა იტალიელმა სამართალდამცველებმა სამი პირი — რუსეთის, სლოვაკეთისა და საქართველოს მოქალაქეები — დანაშაულის ადგილზე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბინის პატრონმა, რომელიც ქურდობის დროს მილანში იმყოფებოდა, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით სახლში სიგნალიზაციის ამოქმედების შესახებ შეტყობინება მიიღო და პოლიციაში დარეკა.
ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.