საკონსტიტუციო სასამართლო წყლის, დენის და დასუფთავების ერთიანი გადახდის სისტემას გააუქმებს?

© Constitutional Court of Georgiaსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მოქალაქის სარჩელს კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემის წინააღმდეგ დღეს განიხილავს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. დენის, წლისა და დასუფთავების ერთიანი სისტემით გადახდა, შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გადასახადების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, 2011 წლის თებერვლიდან საქართველოში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მომხმარებელს დენის, წყალმომარაგების და დასუფთავების გადასახადის გადახდა ერთიანი ინტეგრირებული ქვითრებით უწევს.

ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
საქართველოში კომუნალურ მომსახურებაზე ფასები გაიზარდა

აღნიშნული რეგულაციის თანახმად, მომხმარებელი, რომელიც ვერ ან არასრულად გადაიხდის ერთ-ერთი მომსახურების საფასურს, მას სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდება ავტომატურად უწყდება.

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში კომუნალური გადასახადების საფასურის ერთიანი სისტემით გადახდის სამართლებრივი ნორმები გაასაჩივრა. სადავო ნორმა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, ანა ფირცხალაიაშვილს გასულ წელს წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.

ძაღლი უკვე ჰყეფს… ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ძვირდება?!>>>

გავრცელებული ინფორმაციით, სს „თელასი" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის გადაწყვეტილებას დაეყრდნო. აბონენტს ელექტროენერგიის სს „თელასის" სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის საფასური. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოქალაქემ.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მას სამომავლოდაც ემუქრება იმ კომუნალური მომსახურების მიწოდების შეწყვეტა, რომლის საფასურიც გადახდილი აქვს. მისი განცხადებით, ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობასა და მომხმარებელთა უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მოქალაქის სარჩელს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ დღეს, 27 აპრილს, განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0