როდის დაიწყება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

© FB / National Food Agencyაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის მობილიზებულია 150 მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერებზე აზიური ფაროსანას ზღვრული რაოდენობა დაფიქსირდა, შესაბამისად, მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით გურიაში მამაკაცი გარდაიცვალა

სააგენტოს ცნობით, შეწამვლითი ღონისძიებების დაწყების შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება წინასწარ მოხდება.

რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოთ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად>>>

„ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა. მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით", — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით. არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფ

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

ყველა ახალი ამბავი
0