ქართველი და უკრაინელი მესაზღვრეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

© photo: courtesy of State Border Guard Service of Ukraineსაქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძე და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტ პეტრო ციგიკალი
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძე და  უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტ პეტრო ციგიკალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უკრაინელი მესაზღვრეების ცენტრი მოინახულა

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველო და უკრაინა ორი ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და პერსონალის მომზადებას იწყებენ, ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

შეთანხმება მიღწეულია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის უკრაინაში ვიზიტის დროს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება. კეკელიძემ დაბა ორშანეცში გამართა მოლაპარაკებები უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტ პეტრო ციგიკალოსთან.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
საზღვარი დაცულია: საქართველოში 19 სასაზღვრო სექტორი განახლდა

„სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი საქართველოს და უკრაინის სასაზღვრო უწყებების განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს, ხოლო მსგავსი სამუშაო შეხვედრები სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება“, — ნათქვამია განცხადებაში.

მოლაპარაკებების შემდეგ კეკელიძემ და ციგიკალმა ორშანეცში დაათვალიერეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პირადი შემადგენლობის მომზადების მთავარი ცენტრი, რომელიც გენერალ-მაიორ იგორ მომოტის სახელს ატარებს.

ცენტრში კეკელიძე გაეცნო უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უმცროსი პერსონალის და ოფიცრების მომზადების სისტემას, სასწავლო-მატერიალურ ბაზას, საცხოვრებელ პირობებს და მესაზღვრეების სწავლების სისტემას.

საქართველო და უკრაინა მზად არიან, ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ >>

შეხვედრის შეჯამებისას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კეკელიძემ აღნიშნა, რომ ვიზიტის შედეგებით კმაყოფილია, დაინტერესებულია სასწავლო-მატერიალური ბაზით და საუწყებო პერსონალის მომზადების მთავარი ცენტრის შესაძლებლობებით.

კეკელიძის გარდა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მისი მოადგილე კახაბერ ჩიქოვანი და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სოფიო ბერიძე.


ყველა ახალი ამბავი
0