საზღვარი დაცულია: საქართველოში 19 სასაზღვრო სექტორი განახლდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კიდევ ერთი განახლებული საზაღვრო სექტორი - „სულდა“ საქართველო-თუქეთის საზღვარზე გახსნა

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში გარემონტდა და ესპლუატაციაში ჩაბარდა 19 სასაზღვრო სექტორის შენობა, ნათქვამია შსს-ს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სასაზღვრო პოლიციის განვითარება, მისი შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან დაცული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნდამენტია“, — განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

პარასკევს მინისტრმა განახლებული საზაღვრო სექტორი — „სულდა“ საქართველო-თუქეთის საზღვარზე გახსნა. 

თურქეთის სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო
ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმა ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს

სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა მთლიანად არის აღჭურვილი თანამედროვე დანადგარებით და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ადგილზე მომსახურე მესაზღვრეები საქართველო-თურქეთის საზღვრის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე აგებენ პასუხს.

პროექტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით განხორცილედა. 

„ეს კიდევ ერთი მაგალითია მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ისეთ გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში, როგორიცაა საზღვრის უკანონო გადაკვეთა და საზღვარზე აკრძალული მასალების გადატანა. ეს საკითხი ორი ქვეყნის საერთო ინტერესის საგანია და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვითანამშრომლოთ“, — განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რომელიც სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის გახსნას დაესწრო. 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის, 2016 წლის თებერვალში შეთანხმებას მოეწერა ხელი,  რომლის მიხედვით აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს 10 მილიონ დოლარამდე გამოუყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემის მოდერნიზაციისათვის.

პროექტის ფარგლებში იანვარში ლილოს დასახლების ტერიტორიაზე საქართველოს კინოლოგიის ცენტრი გაიხსნა, ექსპლუატაციაში ჩაბარდა გარემონტებული სასაზღვრო სექტორი „სადახლო“, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0