თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ერთობლივ საზღვაო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა, ნათვქმია საქართველოს შსს —ს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წვრთნები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობდა. თურქული მხრიდან მონაწილეობდა თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის ხომალდი TCSG-97. ხომალდის ეკიპაჟს ხელმძღვანელობდა თურქეთის სანაპირო დაცვის უფროსი, სერჟანტი იუნუს ოზჯანი.
წვრთნები ერთობლივ მანევრებსა და ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების მიზანი იყო თურქეთის რესპუბლიკისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდის ვიზიტი 2017 წელს დაგეგმილი ორმხრივი ღონისძიებების და პერსონალის გაცვლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროგრამა მეგობრულ ვიზიტებსა და შავ ზღვაზე ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.