ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოზარდები დასვენებას ანაკლიაში შეძლებენ

© Sputnik / Levan Avlabreliანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოზარდები დედამიწის ყველა კუთხიდან სამშობლოში ჩამოსვლასა და პროგრამის ორგანიზატორების ხარჯზე დასვენებას შეძლებენ

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ქართული დიასპორის 14-დან 18 წლამდე მოზარდები ანაკლიაში დასვენებას უფასოდ შეძლებენ, ნათქვამია რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეარჩევს. პრიორიტეტი მიეცემათ მოზარდებს ლტოლვილთა ოჯახებიდან და ასევე მათ, ვინც ჯერ არ ყოფილა ამ ბანაკში, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს.

მოსწავლები სკოლაში - Sputnik საქართველო
ბანაკები საქართველოს სკოლების ყველა მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი

კვირის განმავლობაში მოზარდები „მომავლის ბანაკში" შეძლებენ თავიანთი თანამემამულეების გაცნობასა და დამეგობრებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ გზას თბილისიდან ანაკლიამდე და უკან, ასევე საკუთარ თავზე იღებენ ბანაკში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. გზის საფასურს საქართველომდე და უკან დამოუკიდებლად იხდიან.

ბანაკში ჩასვლა დაგეგმილია შემდეგ პერიოდებში: 20-26 ივლისი, 28 ივლისი — 3 აგვისტო, 5-11 აგვისტო, 13-19 აგვისტო, 21-27 აგვისტო, 29 აგვისტო — 4 სექტემბერი.

პროგრამა „მომავლის ბანაკი" ანაკლიაში 2013 წლიდან არსებობს. მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოსა და მის ფარგლებს მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0