თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (79) იტალიელ ანდრეას სეპისთან (55) ორ სეტში ანგარიშით 4:6, 6:7 დამარცხდა და ვერ მოხვდა АТР 250-ს სერიის ტურნირის Gazprom Hungarian Open-ის ნახევარფინალში, რომელიც ბუდაპეშტში ამ დღეებში მიმდინარეობს (უნგრეთი).
პირველ პარტიაში ორივე ჩოგბურთელმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ერთმანეთის ჩაწოდება არაერთხელ აიღეო. მერვე გეიმისთვის მეტოქეებმა ორ-ორი ბრეიკი გააკეთეს. თუმცა სეპის მეტად გაუმართლა — ანგარიშით 5:4 თავის სასარგებლოდ სეტში მესამეჯერ აიღო ბასილაშვილის ჩაწოდება და გეიმთან ერთად პარტიაც მოიგო.
მეორე სეტში შეცდომების რაოდენობა შემცირდა. ჩოგბურთელებმა თითო ჩაწოდება გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც იტალიელმა ანგარიშით 7:3 მოიგო.
წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 15 ათასი ევრო გამოიმუშავა. ეს შედეგი მისცემს ქართველ ჩოგბურთელს გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები АТР-ს რეიტინგში, რომლის განახლებული ვერსია ორშაბათს 30 აპრილს გამოქვეყნდება.
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა >>
ტურნირი ბუდაპეშტში 29 აპრილამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდი 500 000 ევროზე მეტს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ლუკა პუიე.