ბასილაშვილი ბუდაპეშტის მეოთხედფინალში გავიდა

© FB / Hungarian Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ მატჩში იტალიელ ანდრეას სეპს (55) დაუპირისპირდება

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (79) საჩოგბურთო ტურნირზე სერიიდან АТР 250 Gazprom Hungarian Open კანადის წარმომადგენელი დენის შაპოვალოვი ორ სეტში 6:2,6:4 დაამარცხა. ტურნირი ამ დღეებში ბუდაპეშტში (უნგრეთი) მიმდინარეობს.

პირველ პარტიაში ბასილაშვილმა წარმატებით შეძლო მოწინააღმდეგის სამი ჩაწოდების მოგერიება.

ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო>>>
ანალოგიური სცენარით დაიწყო მეორე სეტი. პირველ გეიმში ქართველმა სპორტსმენმა პრეიკი გააკეთა და უპირატესობა მოიპოვა. მართალია, შაპოვალოვმა მოგვიანებით „გაიღვიძა“ და შეეცადა მატჩის ბედის სათავისოდ შემობრუნება, რომელიც ერთი საათი და რვა წუთი გაგრძელდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. 

გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა 45  სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 15 ათასი ევროთი შეავსო. 

ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი 34 წლის იტალიელ ანდრეას სეპს (55) დაუპირისპირდება, რომელმაც ორ პარტიაში – 6:1, 6:2 რუსეთის წარმომადგენელ მიხეილ იუჟნის სძლია.

მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ – გასულ წელს ლიონის ტურნირზე. მაშინ ბასილაშვილი დაწინაურდა 6:4, 6:4.

ბუდაპეშტის ტურნირი 29 აპრილამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 500 ათას ევროზე მეტი. მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ლუკა პუიე.

 

ყველა ახალი ამბავი
0