ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ პაოლო ლორენცის ორ სეტში მოუგო 6:4, 6:2

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (79) გამოსვლა საჩოგბურთო ტურნირზე სერიიდან АТР 250 Gazprom Hungarian Open გამარჯვებით დაიწყო. ტურნირი ამ დღეებში ბუდაპეშტში (უნგრეთი) მიმდინარეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში 36 წლის იტალიელ პაოლო ლორენცის (66) ორ სეტში მოუგო 6:4, 6:2. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 8,5 ათასი ევროთი შეავსო.

1/4 ფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი 19 წლის კანადელ დენის შაპოვალოვს (43) 26 აპრილს შეხვდება.

ბუდაპეშტის ტურნირი 29 აპრილამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია 500 ათას ევროზე მეტი. მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ლუკა პუიე.

 

ყველა ახალი ამბავი
0