მასმედია საქართველოში უფრო თავისუფალი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგაზეთების გაყიდვა თბილისში
გაზეთების გაყიდვა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს შესახებ კვლევაში შეეხო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების თემასა და ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ირგვლივ სასამართლო გარჩევას

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველომ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსით 61-ე ადგილი დაიკავა. ინდექსი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოამზადა.

საქართველომ 2017 წელთან შედარებით, მაჩვენებლები სამი საფეხურით გაიუმჯობესა — შარშან ის 64-ე ადგილს იკავებდა.

კვლევის ავტორები კვლევაში შეეხნენ 2017 წლის მაისის ბოლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების თემას. მუხთარლი მოგვიანებით ბაქოში აღმოჩნდა გადაყვანილი.

„საქართველოში გატაცებულ მუხთარლის აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიესაჯა">>

„ძალადობა ჟურნალისტების მიმართ უფრო იშვიათად გვხვდება, თუმცა ამის თაობაზე უფრო ხშირად ხდება ცნობილი. საქართველო, ტრადიციულად, დისიდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან ქვეყანაში ცხოვრებას სთავაზობს, თუმცა, დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებამ შოკში ჩააგდო დევნილობაში მყოფი საზოგადოება", — ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილმა მასმედიაზე ზეწოლა გამორიცხა

მუხთარლის გაუჩინარებისთანავე საქართველოს შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა". 2017 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ კუპრაშვილი.

„ის (მუხთარლი) მისტიკურად აღმოჩნდა აზერბაიჯანის პოლიციაში, სადაც მას ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდეს შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე. ქართული უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს, თუმცა, გამოძიებამ საქართველოში არ განმარტა, როგორ მოხდა ეს", — ნათქვამია ტექსტში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" კვლევაში ყურადღებას უთმობს ასევე ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ((Rustavi2) საქმეს, რომლის კუთვნილების საკითხი შესახებ სასამართლო პროცესი საქართველოში ორ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს.

სამხედრო წვრთნები ვაზიანში - Sputnik საქართველო
არმიების რეიტინგი – რომელ ადგილზეა საქართველო

„რუსთავი 2"-ის საქმე: ევროპის სასამართლოს კითხვები გაუჩნდა">>

„ქართული მასმედია პლურალისტურია, თუმცა, კვლავ ძალზე პოლარიზებულია. ბოლო წლების რეფორმებმა გააუმჯობესა მასმედიის მფლობელების გამჭვრვალობის საკითხები და უზრუნველყო თანამგზავრული მაუწყებლობის პლურალიზმი, თუმცა, მფლობელები კვლავ ხშირად საუბრობენ სარედაქციო კონტენტში ჩარევის თაობაზე. ამით, დავის შედეგებს Rustavi2-ის მფლობელობის შესახებ, რომელიც კვლავ გრძელდება, დიდი მნიშვნელობა ექნება", — აღნიშნულია დოკუმენტში.

საქარველოს მასმედიის თავისუფლების სფეროში მეზობელბს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე წელს სომხეთი ინდექსში მე-80 ადგილს იკავებს, რუსეთი — 148-ეს, თურქეთი — 157-ეს, ხოლო აზერბაიჯანი — 163-ეს.

რეიტინგის ლიდერები არიან ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა თურქმენეთში (178), ერითრეასა (179) და ჩრდილოეთ კორეაში (180).

 

ყველა ახალი ამბავი
0