თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. კახეთში პოლიციელს 22 წლის ახალგაზრდა დაესხა თავს, რომელსაც მან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სამართალდამცველზე თავდამსხმელი დაკავებულია. მისი ნათესავების თქმით, პოლიციელსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ადრე კონფლიქტი იყო.
„კონფლიქტი იყო ამავე პოლიციელთან. ურთიერშელაპარაკება მოუვიდათ, ამ დროს დაჭრაო. ამ პოლიციელმა სცემა და ნაცემი წაიყვანეს პოლიციაში", — განაცხადა დაკავებულის დეიდამ.
ექიმების განცხადებით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე დაკავებულია ბრალდებულის ძმა, რომელმაც თანასოფლელებთან ერთად პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქცია მოაწყო და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვდა.