ლიზი ბუდაღაშვილმა საერთაშორისო არენაზე ფურორი მოახდინა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფორტეპიანო
ფორტეპიანო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პრიზის მფლობელი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული: წერს მოთხრობებს, ხატავს სურათებს

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტმა ლიზი ბუდაღაშვილმა ასტანაში ახალგაზრდა კომპოზიტორების პირველ საერთაშორისო კონკურსზე „სამალი“ მეორე ადგილი დაიკავა, ნათქვამია ბუდაღაშვილის Facebook–გვერდზე.

სამი მუზის მსახური პატარა ქალბატონი>>>

გოგონას რომანსმა, რომელიც ტენორმა ფორტეპიანოს აკომპანიმენტით შეასრულა, ჟიურის აღიარება მოიპოვა. 

ასტანაში ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსი 4–18 აპრილს გაიმართა. 

მუსიკასთან ერთად, გოგონა პროზითა და ხატვითაა გატაცებული. ბუდაღაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. კერძოდ, მისმა ერთ–ერთმა ნოველამ „მოხუცი თეთრი მეფე“ ნეაპოლის კულტურული კლასიკის კონკურსზე პრემია დაიმსახურა, ხოლო ნახატმა რომის პრესტიჟულ კონკურსზე გაიმარჯვა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0