სტენინის კონკურსის ჟიურის სათავეში თურქული სააგენტოს ფოტოსამსახურის დირექტორი ჩაუდგა

© photo: Sputnikანდრეი სტენინი
ანდრეი სტენინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს თითოეულ ნომინაციაში ნამუშევრების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, რამაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მისცა

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია" იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით, 2018 წლის საუკეთესო ნამშევრების შერჩევა დაიწყო.

სტენინის კონკურსის პრიზებისთვის 40 ქვეყნის ფოტოგრაფები იბრძოლებენ>>>

ჟიურის ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები შედიან, აჰმეტ სელი გახდა, რომელიც თურქეთში უძველესი და უმსხვილესი სააგენტო „ანადოლუს" ფოტო და ვიდეოსიახლეების განყოფილების ხელმძღვანელია.

„როგორც ჟიურის თავმჯდომარეს, მის შემადგენლობაში ამდენად კომპეტენტური პროფესიონალების დანახვა მსიამოვნებს. პირველი დღის შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საუკეთესო ნამუშევრის შერჩევისას საინტერესო და დატვირთული დისკუსია გველოდება. ფოტოჟურნალისტის პროფესია ძალზე რთულია, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. მიხარია, რომ არსებობს სტენინის კონკურსი და ის მოედანი, რომელიც ახალგაზრდა რეპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მხარდაჭერა, საკუთარ თავში იპოვონ რწმენა და მთელ მსოფლიოს საკუთარი ტალანტი წარუდგინონ", — განაცხადა სელმა.

ახალგაზრდა რეპორტიორების 6000-ზე მეტი ნამუშევრებიდან ფოტოჟურნალისტიკის მეტრები გამარჯვებულებს ოთხ ნომინაციაში შეარჩევენ — „მთავარი ახალი ამბები", „სპორტი", „ჩემი პლანეტა" და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი", ასევე გამოავლენენ უმაღლესი ჯილდოს — გრან-პრის მფლობელს.

სტენინი-2018: ჟიურიში მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებია>>>

ახალბედა, ნიჭიერი ჟურნალისტების მხარდასაჭერად 2018 წელს კონკურსის ფონდი გასულ წელთან შედარებით, პრაქტიკულად, ორჯერ გაიზარდა და 100, 75 და 50 ათასი რუბლი (პირველი, მეორე და მესამე ადგილები) შეადგინა. გრან-პრის მფლობელი კი 700 ათასი რუბლით დაჯილდოვდება.

სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ფანდულვაზი ჯაიკლოს ფოტო რეპორტაჟიდან საპროტესტო აქციები ქალაქ გრაბუში - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის კონკურსის გამარჯვებულთა საუკეთესო ფოტოები

გამარჯვებულთა შორტ-ლისტი კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru 22 მაისს გამოქვეყნდება. გრან-პრის მფლობელის დაჯილდოება 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება, როდესაც მოსკოვში სტარტს აიღებს კონკურსის ლაურეატების გამოფენა.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერა და მათთვის გზის გახსნა დიდი ფოტოგრაფიის სამყაროში.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი კონკურსის საერთაშორისო პარტნიორია.

ყველა ახალი ამბავი
0