თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ რვა ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ხანძარი ბაქოს ქუჩის № 46-ში, სასტუმრო „ლეოგრანდის" მახლობლად გაჩნდა, რომლის შედეგად დაიწვა სამი ბარაკული ტიპის სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო და კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 60 მეხანძრე-მაშველი, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.
ზურაბ პატარაძემ დაზარალებულ ოჯახებს ორი ალტერნატივა შესთავაზა — აღნიშნულ ტერიტორიაზე მთავრობის შუამდგომლობით ინვესტორების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მოხდეს და შესაბამისი ფართებით დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები. მეორე შეთავაზება კი მერიის საბინაო ფონდიდან ქალაქის სხვადასხვა უბანში მათთვის ბინების გადაცემას გულისხმობს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობა გავიყვანოთ და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ბათუმის მერია დაზარალებულებს ქირით გაიყვანს. ამავდროულად, ჩვენ ვიფიქრებთ კომპენსაციაზეც. არ არის გამორიცხული, ინვესტორ კომპანიების წინადადებებიც განვიხილოთ"б — განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ჯერჯერობით უცნოპბია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.