ხანძარი ბათუმში: იწვის რამდენიმე სახლი

© Sputnik / Seyran Baroyanსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ცენტრში იწვის სახლები, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის, იუწყება ტელეარხი Imedi.

ხანძარი გოგებაშვილის ქუჩაზე გაჩნდა, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად, სადაც გასულ ზაფხულში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

მარნეულში, სოფელ თაზაქენდში საცხოვრებელი სახლი იწვის >>

მედიის ინფორმაციით, სამი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები. ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


ყველა ახალი ამბავი
0