თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მოსკოვური გაზაფხული A Cappella" რუსეთის დედაქალაქში 27 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
რიგით მეორე ფესტივალი ჩატარდება ქუჩის ღონისძიებების „მოსკოვური სეზონები" ფარგლებში. მისი ორგანიზატორია მოსკოვის მერია. კონკურსში მონაწილეობას მიირებენ ვოკალური ანსამბლები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და რუსეთის 40-ზე მეტი რეგიონიდან.
ჟიურის შემადგენლობაში არიან ცნობილი საოპერო დივა ლუბოვ კაზარნოვსკაია, პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი, მომღერალი ვალერია, კომპოზიტორი ვიქტორ დრობიში, ადამიანი-ორკესტრი, სოციალური ქსელების ვარსკვლავი მაიკლ ტომპკინსი და სხვა.
განაცხადების მიღება მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობაზე 1 აპრილს დასრულდა.
ქალაქის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე სტუმრებს ელოდება მასტერ-კლასები, თეატრალიზებული წარმოდგენებ8ი, კონცერტები, ექსპოზიციები, ლექციები, ექსკურსიები. იმპროვიზირებული სცენა შეიძლება გახდეს მრავალბინიანია სახლის აივნები ან სადარბაზოები.
ორგანიზატორების განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილეობა და სასურველი შემსრულებლისთვის ხმის მიცემა ღონისძიების ვებ-გვერდზე ნებისმიერს შეუძლია.
საქართველოდან შემსრულებლების ვინაობა ჯერ ზუსტდება.