მიხეილ ჯანელიძემ გაეროში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა წარადგინა

© FB / MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
მიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ რეალიზებაში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობის იმედი გამოთქვა

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა მშვიდობის უზრუნველყოფასა და შენარჩუნებას და აფხაზებთან და ოსებთან შერიგების მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა წარადგინა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს პატრიოტები რუსეთთან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს ითხოვენ >>

ჯანელიძე ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა.

© FB / MFA of Georgiaმიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
Глава МИД Грузии в ГА ООН  - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობის შექმნისა და შენარჩუნების საკითხის გაეროს დღის წესრიგში მთავარ საკითხად ჩართვისთვის და ამ მაღალი დონის მნიშვნელოვან შეხვედრაზე მოწვევისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, მსოფლიოში, რომელიც ხასიათდება კონფლიქტებით, ჩვენი ერთობლივი განზარხვა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობის შენარჩუნებას, დროულია, როგორც არასდროს“, — განაცხადა ჯანელიძემ გამოსვლის დასაწყისში. 

პაციენტები კლინიკაში - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასობით მკვიდრს უმკურნალა

გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მინისტრმა გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია საქართველოს ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერისათვის.

ჯანელიძემ გააცნო საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ძირითადი პრინციპები. ინიციატივა ემსახურება გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებისათვის იმ შესაძლებლობების გახსნას, რაც საქართველომ რეფორმების და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიიღო.

„ეს არის ამბიციური ინიციატივა და საქართველოს მთავრობა მის პოლიტიზირებას არ ახდენს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივისადმი საერთაშორისო საზოგადოების გამოხატულ მხარდაჭერას და ამ პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს”, — განაცხადა ჯანელიძემ.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის >>

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აპრილის დასაწყისში ახალი სამშვიდობო ინიციატივით  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გამოვიდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას, ურყევია.

ოფიციალური თბილისში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს 1990-წლებიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, თბილისმა კი საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0