თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ბათუმში სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩაინგრა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე გუშინ მოხდა. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ხიდი ამორტიზებული იყო და ერთი თვის წინ, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაცხოვრებლები ავტომობილით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. მათივე განმარტებით, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი, სხვა ალტერნატიული გზა არ არის.