ყაჩაღებმა კასპში ოჯახის წევრები სცემეს და ძვირფასეულობა გაიტაცეს

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
გორში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

შემთხვევა სოფელ ფერმაში გუშინ ღამით მოხდა. საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა და ოჯახის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სამი ათას ლარამდე თანხა და და ძვირფასეულობა წაიღეს.

დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით („ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა"), რომელიც გულისხმობს ხუთიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0