თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. გორში სტალინის ქუჩაზე დღეს სასურსათო მაღაზია „ბუმი" დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა შეიარაღებულმა დამნაშავემ სალაროდან თანხა გაიტაცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტელეკომპანიის ცნობით, შეიარაღებული თავდასხმის დროს მაღაზიაში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“) და ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.