თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ხანძარი, რომელიც ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად გაჩნდა, ლოკალიზებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეარხის მონაცემებით, სულ სამი სახლი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობისას ერთი მაშველი დაშავდა, რომელიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძარი იტალიურ ეზოში ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მალე ცეცხლი მეზობელ სახლებზე გავრცელდა.
ადგილზე მუშაობას აგრძელებენ სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.