საქართველოში უცხოელი ტურისტები არ შემოუშვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტის ადმინისტრაციას უფლება აქვს ყველა საჭირო დოკუმენტის ფლობის შემთხვევაშიც კი პირს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრას

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ომანის ექვს მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სააგენტო  Muscat Daily–ზე დაყრდნობით

ტელეარხის ინფორმაციით, 18 აპრილს ტურისტები ქვეყანაში არ შემოუშვეს, თან არ განუმარტეს მიზეზები. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო
ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაცია: მომხრე და მოწინააღმდეგე

 „მოგზაურები ომანიდან, რომლებიც საქართველოში შვებულების გატარებას აპირებენ, შესაძლოა, ორჯერ დაფიქრდნენ. გასულ კვირას საქართველოში შვებულების გასატარებლად ჩასული ექვსი ომანელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაადეპორტეს. მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს იმის მიუხედავად, რომ ისინი საჭირო დოკუმენტებით მგზავრობდნენ“, – ციტირებს პირველი არხი Muscat Daily–ს.

სააგენტოს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ  ერთ-ერთ მგზავრს, სალეჰ ალ საიფის – იმ ტურისტებიდან ერთ–ერთს, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

„ხალხს ვურჩევ, ამჟამად არ გაემგზავრონ ამ ქვეყანაში. ყველა საჭირო დოკუმენტითაც კი ქვეყანაში შესვლა გარანტირებული არ არის. კიდევ ერთი პრობლემა კი ის იყო, რომ ჩვენ არ მოგვცეს საშუალება, დავლაპარაკებოდით სხვა ვინმეს, ოფიციალურ პირს ან ავიაკომპანიას ბილეთების ხელახლა დასაჯავშნად“, —აღნიშნავს ომანელი მგზავრი.

გამოცემა Muscat Daily დაუკავშირდა საუდის არაბეთის საელჩოს საქართველოში, რომელიც ომანის მოქალაქეებს ემსახურება. 

საღამოს თბილისი - Sputnik საქართველო
Forbes-მა თბილისი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა

საელჩოში განმარტეს, რომ ომანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ჩასვლა და იქ ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედი პასპორტები, უკან დასაბრუნებელი ბილეთები, დაჯავშნული სასტუმრო, საბანკო ამონაწერი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საიმიგრაციო წესები გამკაცრდა, თუმცა ვერ განმარტეს, რატომ გააბრუნეს ექვსი ტურისტი ქვეყნიდან.

„საიმიგრაციო წესები გამკაცრდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. ზოგიერთი მგზავრი არ შეუშვეს ქვეყანაში და უკან გააბრუნეს კომპენსაციის გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილებას აეროპორტის ხელმძღვანელობა იღებს. მგზავრებს ყველა საჭირო დოკუმენტებიც რომ ჰქონდეთ, ეს არ არის გარანტია, რომ მათ ქვეყანაში შეუშვებენ”, – განაცხადეს საუდის არაბეთის საელჩოში.

საელჩოს მონაცემებით, მხოლოდ ომანის მოქალაქეები არ არიან ერთადერთი, ვისაც ბოლო პერიოდში  ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.  ომანელებთან ერთად ქვეყანაში არ შემოუშვეს საუდის არაბეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და აშშ-ის მოქალაქეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0