Forbes-მა თბილისი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაღამოს თბილისი
საღამოს თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Forbes-მა თბილისი ჰუსაფელის (Húsafell), ლეჩეს, მალდონადოს, ანდალუსიას, სამხრეთ კამბოჯას, ისტრისასა და კუელაპის გვერდით დააყენა

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისი Forbes-ის ვებგვერდზე დასახელდა როგორც მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება.

სტატიის ავტორი ეყრდნობა ტურიზმის სფეროს ექსპერტთა აზრს და ასახელებს რვა ქალაქსა და პროვინციას, რომელიც ჯერჯერობით არ ქცეულა ცნობილ ტურისტულ მიმართულებად, მაგრამ უახლოეს მომავალში ასეთი პერსპექტივა გააჩნია.

„პრაღის ნაცვლად თბილისი“ — სწორედ ასეთი სათაურით იწყება სტატია საქართველოს დედაქალაქის შესახებ.

გერგეთი, ყაზბეგი - Sputnik საქართველო
Financial Times-ი ტურისტებს 2018 წელს საქართველოში უხმობს

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი სთავაზობს მოგზაურებს გაეცნონ ქალაქის მდიდარ ისტორიას, მის ოსმანურ, სპარსულ და საბჭოურ ელემენტებს, აქ შესაძლებლობა ექნებათ შეეხონ ზღაპრულ არქიტექტურას და გოგირდის აბანოებით დატკბნენ.

„თბილისში იხსნება ახალი ბარები, რესტორნები და ხელოვნების მუზეუმები. ქალაქში ვითარდება ინფრასტრუქტურა და სასტუმრო ბიზნესი. ქვეყანას გააჩნია მეღვინეობის უძველესი ტრადიცია და განსაკუთრებული სამზარეულო“, — ციტირებს Forbes-ი ჯონი ბილბის სიტყვებს Wild Frontiers-იდან, რომლის კომპანია საქართველოში რამდენიმე ტურისტულ მიმართულებას სთავაზობს.

საქართველო - ღვინის სამშობლო - Sputnik საქართველო
საქართველო – ღვინის სამშობლო

თბილისთან ერთად სიაში მოხვდა ჰუსაფელი (Húsafell, ისლანდია), ლეჩე (იტალია), მალდონადო (ურუგვაი), ანდალუსია (ესპანეთი), სამხრეთ კამბოჯა (ინდოჩინეთს ნახევარკუნძული), ისტრია (ადრიატიკის ზღვის ნახევარკუნძული) და კუელაპი (პერუ).


ყველა ახალი ამბავი
0