თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველო იმ რვა მიმართულების ჩამონათვალში მოხვდა, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი 2018 წელს მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს.
საქართველო რეიტინგში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ადგილზე პაკისტანია.
„ეპიკურ მთაგორიანი პეიზაჟებთან ერთად, მას აქვს შთამბეჭდავი ისტორია — არაბები, რუსები, თურქები, ჯვაროსნები და ვაჭრები აბრეშუმის გზებით — ყველამ დატოვა საკუთარი კვალი", — გამოცემა ბრიტანელი მწერალი-მოგზაურის ჯონი ბილბის სიტყვებს ციტირებს.
საქართველოს შესახებ მიმოხილვაში საუბარია ლოუკოსტერ Wizzair-ზე, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ლონდონსა და ქუთაისს.
აღსანიშნავია, რომ FT-ის მიერ შედგენილ სიაში შესულია ზიმბაბვე, წმინდა ელენეს კუნძული, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, კანადა და ბოლოვია.