რუსთავის მერიის განყოფილების უფროსი ქრთამის აღებაში ამხილეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 200 ლარი გამოართვა

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
სამტრედიის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა — პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა — განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს  1 200 ლარი გამოართვა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც  ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0