სამტრედიის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashvili100-ლარიანი კუპიურები
100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამის აღების ფაქტზე სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე დააკავეს

ირაკლი სულავა, რომელიც წლების განმავლობაში სამტრედიის მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე — ქონების სამსახურის სპეციალისტი, შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, შესყიდვებისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი — მუშაობდა,  მერის მოადგილედ 2017 წლის 22 დეკემბერს დაინიშნა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 34 წლის სულავამ კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 ათასი კვადტარული მეტრი ორი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 ათასი ლარის გადახდა.

2018 წლის 3 აპრილს სულავამ აღნიშნულ მეწარმეს ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 ათასი ლარი გამოართვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით ("დიდი ოდენობით ქრთამის აღება"), რომელიც 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0