თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს, სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ს.ქ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განოძიებით დადგინდა, ს.ქ., ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.
აღნიშნული ფაქტი ბ.პ.-მ დაადასტურა და მზად არის გამოძებასთან ითანამშრომლოს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.