ქართველი მოსწავლე–ქიმიკოსები მინსკში მენდელეევის ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / ფოტობანკში გადასვლამინსკი
მინსკი - Sputnik საქართველო
მოსწავლეებს საქართველოდან შანსი აქვთ, რუსეთის ერთ–ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების გარეშე მოხვდნენ

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრები მინსკში მენდელეევის 52–ე საერთაშორისო ოლიმპიდაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა. ოლიმპიადა 29 აპრილამდე გაგრძელდება.

ღონისძიებაში მსოფლიოს 20–ზე მეტი ქვეყნის X-XI კლასელები მონაწილეობენ. საქართველოში შესარჩევი ტური აპრილის დასაწყისში ვეკუას სახელობის 42–ე ფიზიკა–მათემატიკურ სკოლაში გაიმართა.

საქართველოს ნაკრებიში არიან გიორგი პეტრიაშვილი, დავით რიჟინაშვილი, ლევან გოჯიაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი. ნაკრებს თინათინ ბუთხუზი ხელმძღვანელობს.

NASA - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების „რობოტი–ლაბორანტი“ NASA–ში გაემგზავრება

გასულ წელს მენდელეევის ოლიმპიადაზე, რომელიც ასტანაში გაიმართა, ბრინჯაოს მედალი ქართული გუნდის წევრმა საბა თავდგირიძემ მიიღო.

ოლიმპიადა 1997 წლიდან იმართება. მის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საშუალება აქვთ, ისწავლონ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან სხვა წამყვან რუსულ უმაღლეს სასწავლებელში. მენდელეევის ოლიმპიადის გამარჯვებულები – სკოლადამთავრებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე მისაღები გამოცდების გარეშე ირიცხებიან.

ოლიმპიადის ძირითადი სამუშაო ენაა რუსული, თუმცა, მსურველებს ინგლისურ ენაზეც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელს თითოეული ტურის წინ დავალებების თარგმნა ეროვნულ ენაზეც შეუძლია.

„გენიალური მოსწავლეები“ საქართველოდან აშშ-ში ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ“>>

ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგება: პირველი თეორიული ტური (8 სავალდებულო დავალება, შეფასება – მაქსიმუმ 10 ქულა), მეორე თეორიული ტური (5 ამოცანა 15–დან, შერჩევით, მაქსიმალური შეფასება – 15 ქულა) და ექსპერიმენტული ტური (75 ქულა).

სამ ტურში ოლიმპიადის მონაწილეს მაქსიმალური 230 ქულის დაგროვება შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური