„გენიალური მოსწავლეები“ საქართველოდან აშშ-ში ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ

გამოწერა
GENIUS Olympiad – 2017-ში 65 ქვეყნის უფროსკლასელი მონაწილეობდა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადა GENIUS Olympiad–2017-ზე, რომელიც აშშ-ში 11-18 ივნისის პერიოდში ჩატარდა, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს 65 ქვეყნის უფროსკლასელებმა. 1,5 ათასი პროექტიდან ფინალში დაახლოებით 500 გავიდა, მათ შორის ხუთი ნამუშევარი დემირელის სახელობის თბილისის კერძო კოლეჯის მოსწავლეებს ეკუთვნოდათ.

ლიზა შენგელიამ პროექტისთვის „ეკოლოგია და ხელოვნება“ ოქროს მედალი მოიპოვა, მერაბ არაბიძეს და შოთა მეიფარიანს კი ვერცხლის მედლები ეკოლოგიის მიმართულებით კრეატიული წერილისთვის გადაეცათ. ოლიმპიადაში მონაწილე კიდევ ორი ქართველი კი ჯილდოს გარეშე დარჩა.

GENIUS Olympiad — ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ოლიმპიადაა, რომელიც ნიუ-იორკში ტარდება. ოლიმპიადის ფინალი ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება და ონტარიოს ტბის სანაპიროზე იმართება.

ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მის ფარგლებში გამოვლინდება არა მარტო ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები, არამედ ის ხელს უწყობს მათ ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების აღქმაში ხელოვნების, კრეატიული წერილებისა და დიზაინის დახმარებით.

ყველა ახალი ამბავი
0