ქართული კინოს ტრიუმფი: პეკინში ოთხი მთავარი პრიზი ქართველებს გადაეცა

© FB / Scary motherკადრი ფილმიდან „საშიში დედა“
კადრი ფილმიდან „საშიში დედა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი ანა ურუშაძის „საშიში დედა“ გახდა

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პეკინის საერთაშორისო ფესტივალზე 10 მთავარი ჯილდოდან 4 პრიზი ქართულ ფილმებს გადაეცა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კინოცენტრის ინფორმაციით, პრიზი Tiantan Award-ი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ (ფილმი „საშიში დედა“) მოიპოვა და ეს ჯილდო მას თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; საუკეთესო რეჟისურისთვის Tiantan Award მარიამ ხაჭვანს (ფილმი „დედე“) ერგო; ფილმში „საშიში დედა" შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალი ნატო მურვანიძე გახდა. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს — ანა ურუშაძეს გადასცა. საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის Tiantan Award მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის „დედე". 

„ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (ფესტივალი 2011 წელს დაარსდა) პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვანი კინოღონისძიებაა, რომელმაც უკვე შეძლო სახელის მოპოვება და ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა, მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან“, — აღნიშულია ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზე. 

ჟურნალი ქართული კინოს შესახებ ისევ გაყიდვაშია

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 შარშანაც მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის „ლუკა" გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს „სხვისი სახლი" (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე) ასევე 2 პრიზი ხვდა წილად — საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0