ერევანში 200-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრესპუბლიკის მოედანი (22 აპრილი 2018). ერევანი
რესპუბლიკის მოედანი (22 აპრილი 2018). ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პოლიციამ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მიტინგის დაშლის გადაწვეტილება მიიღო

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პოლიცია აგრძელებს ადამიანების განდევნას ერევნის ცენტრალური მოედნიდან — დაკავებულთა რიცხვმა 16:00 საათისთვის 200-ს გადააჭარბა, აუწყა „Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტს სომხეთის პოლიციის კავშირგაბმულობის, ანალიზისა და მედიის განყოფილების უფროსმა, ედგარ ჯანოიანმა.

„16:00 საათის მდგომარეობით დაკავებულთა რიცხვმა 228-ს მიაღწია“, — აღნიშნა ჯანოიანმა.

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრესპუბლიკის მოედანი (22 აპრილი 2018). ერევანი
Площадь Республики (22 апреля 2018). Ереван - Sputnik საქართველო
რესპუბლიკის მოედანი (22 აპრილი 2018). ერევანი

მიტინგი სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ პაშინიანს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ საათნახევარში დაიწყო.

შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო Armenia Marriott-ში 22 აპრილს გაიმართა, პაშიანიანმა განაცხადა, რომ შხვედრაზე იმყოფება სერჟ სარგსიანის გადადგომის განხილვის მიზნით, და არა რომელიღაც მოლაპარაკებებისთვის. წაყენებულ ულტიმატუმზე საპასუხოდ სარგსიანმა აღნიშნა, რომ პაშინიანი შანტაჟს იყენებს და შეხვედრის ადგილი დატოვა.

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsრესპუბლიკის მოედანი (22 აპრილი 2018). ერევანი
Площадь Республики (22 апреля 2018). Ереван - Sputnik საქართველო
რესპუბლიკის მოედანი (22 აპრილი 2018). ერევანი

შეტაკებების დროს პაშინიანი, ფრაქცია „ელკის“ დეპუტატები არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი დააკავეს, რის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა.

ერევანში პოლიციასთან შეტაკებების შედეგად საავადმყოფოებში შვიდი ადამიანი გადაიყვანეს, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ერევანში პროტესტების ლიდერი დაკავებულია — პოლიცია დემონსტრაციას შლის >>

„შვიდი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამის — საშუალო სიმძიმისაა“, — ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0