ერევანში პროტესტების ლიდერი დაკავებულია - პოლიცია დემონსტრაციას შლის

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsპოლიციის ბარიკადა ბაგრამიანის გამზირზე (21 აპრილი 2018). ერევანი
პოლიციის ბარიკადა ბაგრამიანის გამზირზე  (21 აპრილი 2018). ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემონსტრაციის დაშლა პროტესტების ლიდერთან სომხეთის პრემიერ-მინისტრის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყო

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა დაიწყო — ერევანში პროტესტების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი დაკავებულია, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

სომხეთის პრემიერად ყოფილი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არჩევის წინააღმდეგ აქციები 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიცია ბრალად უყენებს მას ქვეყნის არაეფექტურ მართვას და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას. ორშაბათს მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეღწევას, პოლიციელებმა ისინი უკუაგდეს, შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. მეორე დღეს მომიტინგეებმა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადეს.

სერჟ სარგსიანი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„ძვირფასო მეგობარო - კვირიკაშვილმა სარგსიანს პრემიერობა მიულოცა

ოპოზიციის მსვლელობა ერევნის რაიონში, ერებუნში შეაჩერეს. პოლიციამ მომიტინგეებს ალყა შემოარტყა და პაშინიანი გამოიყვანა. პოლიციამ სპეციალური საშუალებები და სანათი ყუმბარები გამოიყენა.

პოილიციამ ჯერ პაშიანიანი, შემდეგ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი — მიკაელიანი დააკავა. შეტაკებების ადგილისკენ „სასწრაფო დახმარების“ ეკიპაჟები მიდიან.

დემონსტრაციის დაშლა სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ნიკოლ პაშინიანს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ საათნახევარში დაიწყო. წაყენებულ ულტიმატუმზე სარგსიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ პაშინიანი შანტაჟს იყენებს და შეხვედრის ადგილი დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0