„ძვირფასო მეგობარო - კვირიკაშვილმა სარგსიანს პრემიერობა მიულოცა

© FB / Giorgi Kvirikashviliსერჟ სარგსიანი და გიორგი კვირიკაშვილი
სერჟ სარგსიანი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურს საქართველოს და სომხეთის ხალხთა შორის თანამშრომლობისა გაღრმავებასა და მეგობრობის განმტკიცებაში დარწმუნებულია

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მთავრობის მეთაურის პოსტზე არჩევა მიულოცა.

სომხეთის ეროვნულმა კრებამ სამშაბათს ხმათა უმრავლესობით სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია. მას 94 დამსწრე პარლამენტარიდან მხარი 77-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 17 იყო.

საპროტესტო აქცია ერევანში საფრანგეთს მოედანზე - Sputnik საქართველო
აქცია ერევანში: იერიში რადიოზე და ბლოკირებული მოძრაობა

„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ერებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, — წერს გიორგი კვირიკაშვილი twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სარგსიანის დამტკიცება პრემიერის პოსტზე ერევნის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც 16 აპრილს დილიდან დაიწყო. საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ დეპუტატის, ნიკოლ პაშინიანის მომხრეებმა რამდენიმე საათში ერევნის პრაქტიკულად ყველა ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. ნაწილობრივ შეწყვიტა მუშაობა დედაქალაქის მეტრომაც.

ორშაბათ საღამოს პარლამენტის შენობისკენ მიმავალ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად დაშავდნენ აქტივისტები, თავად ოპოზიციონერი ლიდერი და პოლიციის თანამშრომლები.

ყველა ახალი ამბავი
0