დედამიწის დღე: დასუფთავების აქცია თბილისში

© FB / Tbilisi City Hallლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც დედაქალაქის მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს წევრებმა, თბილისში დედამიწის დღის აღსანიშნავად გამართულ  დასუფთავების აქციაში  მიიღეს მონაწილეობა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

თბილის მერი კახა კალაძე და  საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ავლაბარში, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე იმყოფებოდნენ. 

დასუფთავების აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც აშშ-ს საელჩო იყო, კახა კალაძე შვილთან ერთად მივიდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი – ჭორი თუ რეალობა

თბილისის საკრებულოს წევრებმა კი დედამიწის დღის აღსანიშნავად ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას განცხადებით, უკვე ბევრი ათწლეულია 22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.

„ამჯერად, საერთაშორისო გარემოსადაცვითმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ ამ დღეს პლასტიკისგან თავისუფალი პერიოდი უნდა დავიწყოთ და მთელი საქართველოს მასშტაბით შვილობილი ადგილები უნდა გვქონდეს. თბილისის საკრებულოს შვილობილი აღმოჩნდა ვერის ბაღი, რომელიც უნდა ვიშვილოთ და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც მოვუაროთ“, – აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

თბილისი - Sputnik საქართველო
Sputnik-ის მკითხველთა უმრავლესობა თბილისში სისუფთავის დონით უკმაყოფილოა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაც დასუფთავდა.

დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

„გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი მომავალი. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. უკვე მეორე წელია ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიება ტარდება და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობაა", — განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, „დედამიწის დღე“ ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით, მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.

"დღეს მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია „პლასტიკის ერის დასასრული“, რათა გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ დედამიწა პლასტიკისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ თბილისში ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქართველოსთვის“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

2018 წელს "დედამიწის დღის" დევიზია „პლასტიკის ერის დასასრული". დღეს დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. „დედამიწის დღე“ პირველად მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0