თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა დიდი ნაწილი საქართველოს დედაქალაქის სისუფთავის დონით უკმაყოფილოა, ასეთია საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „გაკმაყოფილებთ თუ არა სისუფთავის დონე თბილისის ქუჩებში“, გამოკითხვაში მონაწილეთა 48,8%-მა უპასუხა — „არა, სუფთა მხოლოდ ცენტრალური ქუჩებია“. ქალაქის გარეუბნებსა და ცენტრში არსებული სისუფთავე საერთოდ არ აკმაყოფილებს რესპონდენტთა 41,4%–ს.
რაც შეეხება გამოკითხვაში მონაწილეთა იმ ნაწილს, რომლის აზრითაც ქალაქში სისუფთავის დონე დამაკმაყოფილებელია, ეს რაოდენობა 13,8%-ს შეადგენს.
საქართველოს დედაქალაქში სისუფთავეს თბილისის მერიასთან არსებული „თბილსერვისჯგუფი“ უზრუნველყოფს.