სიღნაღში მამის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მოხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულს კისრის მალების მოტეხილობები და სხვა მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ნაცემი ახალგაზრდა ქალი, კატასტროფის ცენტრმა მრავლობითი დაზიანებებით წნორის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ მამამ სცემა. შემთხვევა პარასკევს მოხდა.

ელექტრონული სამაჯური პატიმრებისთვის - Sputnik საქართველო
ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ

როგორ წნორის კლინიკაში აცხადებენ, ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ნეიროქირურგიული ჩარევა, რის გამოც კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს და პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სიღნაღში, მშობლების ოჯახში, შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც მეზობლები აცხადებენ, ეს მამის მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია და სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0