ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიელექტრონული სამაჯური პატიმრებისთვის
ელექტრონული სამაჯური პატიმრებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პირებს, ანუ, როდესაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, გარდა იმისა, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, მას ასევე ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ, განაცხადა შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პოტენციურ მოძალადეებს, გარდა შემაკავებელი ორდერისა, გაუკეთონ სპეციალური, ელექტრონული სამაჯურები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მთავრობის ადმინისტრაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად“, – განაცხადა თოლორაიამ. 

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური დანაშაულის ფაქტები გახშირდა

თოლორაიას თქმით, ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პირებს, ანუ, როდესაც არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე; ხოლო რისკის შეფასება მოხდება რისკის შეფასების ინსტრუმენტით, რომლის დანერგვაც შსს–ში მაისიდან იგეგმება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი არის საკითხების ჩამონათვალი, რომელიც გამომძიებელმა კონფლიქტის ადგილზე უნდა გაარკვიოს და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, შეაფასოს რისკი – მაღალია, საშუალო თუ დაბალი ის.

თოლორაიას განცხადებით, ელექტრონული სამაჯურები წლის ბოლოდან დაინერგება.

შსს–ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2014 წლიდან გაიზარდა. 

შედარებისთვის, 2014 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა ოჯახური ძალადობის 591 შემთხვევა, 2015 წელს – 901, 2016 წელს – 1416, 2017 წელს – 2192. ამასთან, 2018 წლის პირველ სამ თვეში სამართალდამველებმა დაარეგისტრირეს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ათასზე მეტი დანაშაული.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. 2014 წელს პოლიციის თანამშრომლებმა გამოწერეს 817 ორდერი, 2015 წელს – 2598, 2016 წელს – 2877, ხოლო 2017 წელს – 4370. წელს, სამ თვეში უკვე 1402 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

ოჯახურ ძალადობაზე საქართველოში კვლავ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი მას შემდეგ, რაც 13 აპრილს, საღამოს, თბილისში მხეცურად მოკლეს 25 წლის ქალი, თან საკუთარი შილების თვალწინ. მეორე დღეს დააკავეს ამ ქალის დედის ყოფილი მეუღლე – ვეფხია ბაქრაძე, რომელიც ადრე ცოლის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო სასჯელს იხდიდა. 

ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 


ყველა ახალი ამბავი
0