25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც, რომელმაც ბაქრაძე საკუთარ სახლში დამალა და პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისში ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეარხი Imedi

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მკვლელობა ბარნოვზე: ცნობილია ახალი დეტალები

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის  ქალი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

როგორც გაირკვა, ბაქრაძე 2015 წელს  სასჯელს მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით იხდიდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ის მეუღლეს გაშორებული იყო და მასთან შერიგებას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მოკვლით ემუქრებოდა. ბაქრაძე ორი წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და მან საპყრობილე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს  სხდომაზე ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობის  შეფარდება ბრალდების მხარემ დააყენა. დაცვის მხარე კი სასტიკ დანაშაულში ბრალდებულის გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა. ბაქრაძის ადვოკატმა 20-ათასიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით,  ბაქრაძე საკუთარ სახლში დამალა და პოლიციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ შეატყობინა.  მას ორიდან ოთხ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული. საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი წარედგინება სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0