ქურდმა ბინიდან ნახატები, ხალიჩა და გემის საჭე მოიპარა - ვიდეოკადრები

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიკვარიატის ქურდობისთვის ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ამაღლების ქუჩაზე ბინიდან ანტიკვარიატის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ბრალად ედება ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთების მოპარვა: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული, ასევე, ანტიკვარული ნახატი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვა.

საფრანგეთში ოთხი „ქართველი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს >>

პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები მფლობელს დაუბრუნდება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 177-ე მუხლით („ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“), ბრალდებულს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0