თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რეგულარულ ავიარეისებს 38 ავიაკომპანია ახორციელებდა, რომელიც 812 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, იუწყებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
2017 წელს რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებდა 53 ავიაკომპანია — გასულ წელს მათ დაახლოებით 4 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს.
ვინ ლიდერობს
გადაყვანილ მგზავრთა მიხედვით პირველ ხუთეულში შევიდა: ავიაკომპანია Turkish Airlines — 101 091 მგზავრი (რეგულარული ავიარეისებით გადაყვანილ მგზავრთა საერთო რაოდენობის 12%), ავიაკომპანია Georgian Airways — 89 833 მგზავრი (11%), Wizz Air — 73 187 (9%), Fly Dubai — 53 575 მგზავრი (7%), Ukraine International Airlines – 52 463 მგზავრი (6%).
ავიაკომპანიების ტოპ-ათეულში შევიდა: Aeroflot – 37 651 (5%); S7 Airlines – 33 773 (4%); Pobeda Airlines – 32 725 (4%); Pegasus – 31 814 (4%); Ural Airlines — 30 990 (4%).
მგზავრთა ნაკადი გაიზარდა
2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით მომსახურება გაუწიეს 36%-ით მეტ მგზავრს, ვიდრე 2017 წლის პირველ კვარტალში. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მგზავრთა ნაკადმა საქართველოს აეროპორტებში 621,2 ათასი ადამიანი შეადგინა.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის სამ თვეში 724 ათას ადამიანს მოემსახურა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდს 37%-ით მეტია.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2018 წლის პირველ კვარტალში მიიღო 78 ათასი ადამიანი — 15%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-მარტში.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2018 წლის დასაწყისიდან 36,7 ათასზე მეტი ადამიანი მიიღო — 55%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში.
ლოუკოსტერი თბილისსა და საუდის არაბეთის სამ ქალაქს დააკავშირებს >>
მესტიის და ამბროლაურის აეროპორტებში, რომლებიც ადგილობრივი მიმოსვლისთვის გამოიყენება, 2018 წელს 806 მგზავრი მიიღეს და 50 რეისი შესრულდა.