გორში გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა სეირნობს თბილისის ქუჩებში
გოგონა სეირნობს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშობლების ვარაუდით, ბავშვები სკოლაში ჩაგვრის და დაცინვის მსხვერპლნი იყვნენ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველები გორში დაკარგულ, ორ არასრულწლოვან დას ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

მოსწავლე საკლასო ოთახის შესასვლელ კართან დგას. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ ბავშვი ბულინგისგან - სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება

16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილები 12 აპრილს გავიდნენ შინიდან, რის შემდეგაც ისინი აღარავის უნახავს. ხუთი დღის განმავლობაში, ოჯახი მათ საკუთარი ძალებით ეძებდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. 

გაუჩინარებული გოგონების მშობლები საუბრობენ იმაზე, რომ მათი შვილები სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლნი იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების მსვლელობისას მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ყველა ახალი ამბავი
0