გარდაიცვალა რუსი მსახიობი ნინა დოროშინა

© photo: Sputnik / Dmitry Donskoy / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახალხო არტისტები მარინა ნეელოვა, ნინა დოროშინა და იგორ კვაშა, თეატრ „სოვრემენიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვოლჩეკი, სახალხო არტისტები ლილია ტოლმაჩიოვა და ვალენტინ გაფტი
რუსეთის სახალხო არტისტები მარინა ნეელოვა, ნინა დოროშინა და იგორ კვაშა, თეატრ „სოვრემენიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვოლჩეკი, სახალხო არტისტები ლილია ტოლმაჩიოვა და ვალენტინ გაფტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრ „სოვრემენიკის“ მსახიობს გული გაუჩერდა

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტი, ერთ-ერთი მთავარი გმირი ფილმში „სიყვარული და მტრედები“ (Любовь и голуби) ნინა დოროშინა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია თეატრ „სოვრემენიკის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დოროშინა საკუთარ სახლში, 20 აპრილის ღამეს, გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

გარდაიცვალა რუსი მსახიობი ოლეგ ანოფრიევი >>

„ქალბატონი ნინა ბრწყინვალე მსახიობი იყო, რასაც არამარტო მისი თეატრალური ნამუშევრების მაყურებლები დაადასტურებს, არამედ მთელი ქვეყანა. ფილმის „სიყვარული და მტრედები“ გამოსვლის შემდეგ ის ნამდვილი ეროვნული გმირი გახდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მსახიობთან გამოთხოვების თარიღსა და დროზე მოგვიანებით გამოცხადდება, აღნიშნეს თეატრში.


ყველა ახალი ამბავი
0