გარდაიცვალა რუსი მსახიობი ოლეგ ანოფრიევი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიოლეგ ანოფრიევი
ოლეგ ანოფრიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოსა და თეატრის მსახიობი ბოლო წლებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ცნობილი საბჭოთა და რუსი მსახიობი, მუსიკოსი ოლეგ ანოფრიევი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი RT ტელეწამყვან ალექსანდრ ოლეშკოზე დაყრდნობით.

არტისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

„მე ამის შესახებ მისმა შვილიშვილმა გამაგებინა. იგი იყო ყველაზე დიდებული და საოცარი მსახიობი, ჩვენი ბავშვობის ხმა. ბავშვების გლოვის დღეს იგი როგორც მფარველი ანგელოზი ისე გაფრინდა და ეს ერთგვარად სიმბოლურიცაა. მე ის ძალიან მიყვარდა, ძალიან ვმეგობრობდით და ხშირად ვურთიერთობდით. მან მაჩუქა თავისი დიდი ყურადღება, სიმღერები, ლექსები. თანავუგრძნობ მის ნათესავებსა და ახლობლებს“, – განაცხადა ოლეშკომ. 

მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი

თეატრისა და კინოს მსახიობი, პოეტი, სიმღერების შემსრულებელი ოლეგ ანოფრიევი 1930 წლის 20 ივლისს ქალაქ გელენჯიკში დაიბადა.

ანოფრიევმა კინოში 60-ზე მეტი როლი ითამაშა. ის მონაწილეობდა ფილმებში „უბრალო ისტორია“ (1960), „კოლეგები“ (1962), „ზღაპარი დაკარგულ დროზე“ (1964), „ჩრდილოეთის ვარიანტი“ (1974), „პირველი რეისი“ (1976) და ა.შ.

მისი ერთ–ერთი ბოლო ნამუშევარი იყო დრამა „ისევ უნდა იცხოვრო“, სადაც პატარა როლი ითამაშა.

აფრონიევმა დაწერა 50–ზე მეტი სიმღერა, რომანსი და მუსიკა მულტფილმების, ფილმების, სპექტაკლებისა და მუსიკალური ზღაპრებისთვის.

ერთგვარ კლასიკად არის აღიარებული მის მიერ გახმოვანებული მულტფილმი „ბრემენელი მუსიკოსები“ (1969), რომელშიც არტისტმა პრინცესას გარდა ყველა პარტია შეასრულა. 

ყველა ახალი ამბავი
0