გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ოლეგ ტაბაკოვი
მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსრკ-ის სახალხო არტისტი 82 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი გარდაიცვალა ორშაბათს მოსკოვში, იუწყება РИА Новости ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

82 წლის ტაბაკოვი საავადმყოფოში ნოემბრის ბოლოს გადაიყვანეს. მოგვიანებით მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, საახალწლოდ მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არტისტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართეს. 

ოლეგ ტაბაკოვი - Sputnik საქართველო
რა სჭირს ტაბაკოვს? – მსახიობის შვილებმა ჰოსპიტალიზაციის სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს

თეატრისა და კინოს მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი ოლეგ ტაბაკოვი 1935 წლის 17 აგვისტოს სარატოვში დაიბადა ექიმების ოჯახში. 1957 წელს მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის სკოლა-სტუდია დაამთავრა და მაშინვე თეატრთან არსებული ახალგაზრდა მსახიობთა სტუდიის მსახიობი და რეჟისორი გახდა. 

1971-1976 წლებში სამსახიობო საქმიანობას უთავსებდა თეატრ „სოვრემენიკის“ ხელმძღვანელობას. 2000 წლიდან იკავებდა ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, ხოლო 2004 წლიდან თეატრის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

ტაბაკოვი ცნობილია კინოროლებითაც. ის გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა Полеты во сне и наяву, Человек с бульвара Капуцинов, Ближний круг, Сирота казанская და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0