თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. სსრკ-ის სახალხო არტისტის ოლეგ ტაბაკოვის შვილებმა მამის საავადმყოფოში მოთავსების სხვადასხვა მიზეზები დაასახელეს, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსულ მასმედიაზე დაყრდნობით.
ოლეგ ტაბაკოვი გუშინ მოსკოვის პირველ საქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
როგორც მსახიობის უფროსი ვაჟი აცხადებს, ტაბაკოვს ფილტვები ანთება აქვს, ამავე დროს უმცროსი ვაჟი აღნიშნავს, რომ მამას არანაირი პრობლემა არ აქვს და ის გეგმიურ გამოკვლევას გადის.
თავად მსახიობმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, უპასუხა: „მე ავად ვარ“.
სსრკ-ის სახალხო არტისტი, სსრკ-ის (1967) და რუსეთის (1997) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი ოლეგ ტაბაკოვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის კავალერია და ამასთან არის რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საკითხებში საბჭოს წევრი.