თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის დირექტორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი ოლეგ ტაბაკოვი რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს, იუწყება РИА Новости პირველი საქალაქო საავადმყოფოს საინფორმაციო სამსახურზე დაყრდნობით.
ექიმების ვარაუდებით, 82 წლის მსახიობს ფილტვების მძიმე ანთება განუვითარდა.
ტაბაკოვი სსრკ-ის სახალხო არტისტია, სსრკ-ის (1967) და რუსეთის (1997) სახელმწიფო პრემიების ლაურეატია, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის კავალერია და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საკითხებში საბჭოს წევრია.