ლომჯარია: შშმ პირთა დასაქმება პრობლემად რჩება

© FB / Georgian National Tourism Administrationშშმ პირები სვეტიცხოველში
შშმ პირები სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში არსებული პროგრამების და ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, შშმ პირთა დასაქმების პრობლემა ეფექტურად გადაწყვეტილი არ არის

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შშმ პირთა დასაქმება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარასკევს ლომჯარიამ შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შშმ პირი. შშმ პირთა უკიდურესად მწირი რაოდენობა დასაქმებულია კერძო სექტორში. კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა.

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
ბათუმის პლაჟებზე შშმ პირთათვის სპეციალური ბილიკები მოეწყობა

„ქვეყანაში დასაქმება არის ყველაზე მწვავე პრობლემა თუმცა დამატებითი ბარიერები აქვთ დასაქმებასთან დაკავშირებით შშმ პირებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დასაქმების სახელმწიფო პრობლემები, მონიტორინგმა აჩვენა, რომ შედეგები არის მინიმალური“, — აღნიშნა ლომჯარიამ.

მისი თქმით, დაბალმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა და ჩატარებული კვლევის შედეგებმა ამ სფეროში არსებული გამოწვევები გამოავლინა.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია მოქმედი ნორმატიული ბაზა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შშმ პირთა დასაქმება, სათანადო სამართლებრივი გარანტიებისა და რიგი პროგრამების არსებობისა, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.

15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის >>

ის ფაქტი, რომ პროგრამაში ჩართულ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულ პირთა მაჩვენებელს, ცხადყოფს იმას, რომ შშმ პირთა დასაქმების პრობლემის ეფექტური გადაჭრა არ ხდება. 

ბოლო წლებში საქართველოში შშმ პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2014 წელს ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში 100 100 შშმ პირია. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, სოციალურ დახმარებას 125 100 ადამიანი იღებს.


ყველა ახალი ამბავი
0