15 წლის გარემოვაჭრე გიგი ანთაძეს თბილისის მერია ჯიხურს ჩუქნის

გამოწერა
რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ცენტრში უკანონოდ მოვაჭრე მოზარდის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული, ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოზარდს ახალი მზიურის ტერიტორიაზე ჯიხურს დღეს, 14:00 საათზე გადასცემენ.

„დღეს 2 საათზე თბილისის მერია ახალ მზიურში გიგის ჯიხურს გადასცემს“, — წერს გიგი ანთაძის დედა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თბილისი, რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
ვინ დაეხმარება ცერებრალური დამბლით დაავადებულ გიგი ანთაძეს ბიზნესის შენარჩუნებაში

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ცენტრში უკანონოდ მოვაჭრე მოზარდის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული,  რამდენიმე წელია უკვე თბილისის ცენტრალურ გამზირზე სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობს. ამ დროისთვის იგი ფრეშ-წვენებს ყიდის. გარევაჭრობის წესების დარღვევისთვის, 1 აპრილიდან, სანქციების გამკაცრების შემდეგ, მოზარდი საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა,რადგან  სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევდა რუსთაველის გამზირზე უნებართვოდ ვაჭრობისთვის. გიგის დედამ დახმარებისთვის თბილისის მერიას მიმართა.

კახა კალაძემ თბილისის ვეცე-მერ სოფო ხუნწარიას დაავალა, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა გიგის, რომელმაც თავად შექმნა მცირე ბიზნესი, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა პირადად დაეხმაროს მოზარდს.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ძველი გამოცანა ახალი უცნობით... ანუ რამდენი უმუშევარია საქართველოში

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 2017 წლის 19 მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობა აიკრძალა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, მეტრო ახმეტელთან, სადგურის მოედანთან, დინამოსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა არ უნდათ, რადგან სალარო აპარატის გამოყენება მოუწევთ და ამ შემთხვევაში მათ მოგება არ დარჩებათ. თბილისის მერიამ კი, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის უფლებას აღარ მისცემს.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, განმეორებით ჩადენილი დარღვევისთვის კი  100-ლარიანი ჯარიმა 500 ლარი გახდება. 

რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარევაჭრობას, მისი სრულად აკრძალვა არ იგეგმება და ამისათვის შესაბამისი ადგილები გამოიყოფა. თუმცა, კანონდარღვევის შემთხვევაში მისაბმელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარევაჭრობისთვის სანქცია დაახლოებით 1000 ლარი იქნება

 

ყველა ახალი ამბავი
0