რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოთ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად

© Georgian National Food Agencyფაროსანასთან ბრძოლა
ფაროსანასთან ბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ, ოზურგეთის რაიონში აზიური ფაროსანას შესაწამლი პრეპარატის გამოყენების შემდეგ მწავე ინტოქსიკაციით მამაკაცი გადაიცვალა

თბილისი, 19 აპრილი- Sputnik. ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, ნათქვამია სურსათის ეროვნული  სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, ოზურგეთის რაიონში შუახნის მამაკაცი მწვავე ინტოკსიკაციით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.  

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფაროსანას შესაწამლი პრეპარატით გურიაში მამაკაცი გარდაიცვალა
 

სურსათის ეროვნულ სააგენტო გამოეხმაურა მომხდარ შემთხვევას და განაცხადა, რომ პრეპარატი,  რომლითაც მამაკაცმა სახლი დაამუშავა, მათ მიერ გაცემული არ იყო.

სააგენტოს განცხადებით,  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.), რომლებიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ რეკომენდაციებსა და ინსტუქციებს აქვეყნებს:

„დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

აზიური ფაროსანას ხაფანგის დამონტაჟება - Sputnik საქართველო
თბილისში აზიური ფაროსანას დასაჭერად ხაფანგები მონტაჟდება

გარდა ამისა, საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით,  საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს.

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.


ყველა ახალი ამბავი
0